ედ შირანმა ახალი ალბომის შემდეგი სინგლი დააანონსა და ინსტაგრამზე მისი კადრები გამოაქვეყნა.
„Boat პირველი სიმღერაა, რომელიც ამ ალბომისთვის დავწერე. ეს ის სიმღერაა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და რომელმაც ალბომის გამოცემას მისცა ბიძგი. Სრული სიმღერა და ვიდეო პარასკევს გამოქვეყნდება. იმედი მაქვს, ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს,” – წერს მომღერალი.
გავრცელებულ კადრებში შირანის მანქანა კლდიდან ოკეანეში ვარდება. შემდეგ კი მომღერალი წყლიდან ამოდის და მღერის: „მაგრამ ტალღები ვერ გატეხენ ჩემს ნავს.”
მიუხედავად იმისა, რომ Boat პირველი სიმღერაა, რომელიც შირანმა ახალი ალბომისთვის დაწერა, ის მოსდევს ალბომის მთავარ სინგლს Eyes Closed. ალბომი სახელწოდებით “-” (Subtract) 5 მაისს გამოვა და მომღერლის მათემატიკური დასახელების ალბომების ბოლო, მეექვსე ნაწილი იქნება. შირანის მათემატიკური სერია 2011 წელს დაიწყო ალბომით “+”.
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვ...
კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული ...
პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც...
გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას...
Mana press