გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე "შაბათის ფორმულასთნ" მიცემული ინტერვიუს გამო პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ "უფლებები საქართველოს" იურისტმა, მარიამ მაღრაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
მარიამ მაღრაძის თქმით, სერგო შუბითიძე ხვალ 14:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდეს და შესაძლებელია, რომ პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს.
"ხვალ არის დაბარებული. შესაძლებელია რომ [მაგისტრი მოსამართლის] თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. შესაძლებელია რომ [პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს]", - განაცხადა მარიამ მაღრაძემ.
შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა.
შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press