Foto

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტზე რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა ორი კი დაიჭრა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტზე რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა ორი კი დაიჭრა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

"ექსპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

დღეს ღამით, თბილისში ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს. ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა". მეორე დაჭრილი პირი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც სროლის მომენტში მაღაზიიდან გამოდიოდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა.