ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" წევრმა ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხსნა, შემდეგ დახია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვიდეოში კაცი იგივეს გაკეთებისკენ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს. მომხდარის შემდეგ, დროშა ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლელმა ადგილზე დააბრუნა.
ამ დროისთვის მის გვერდზე ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა აღარ იძებნება.
გამოძიება მომხდარის შედეგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press