სამეგრელოში, წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში კაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ სავარაუდო მოძალადე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია. ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანის დედამ მიმართა.
რამდენიმე საათის განმავლობაში მოზარდის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელსაც მშობელი და სოც.მუშაკი ესწრებოდნენ. საქმეს წალენჯიხის პოლიცია იძიებს. დაკითხვის შემდეგ მოზარდი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე დიდი ალბათობით მამალვაშია.
ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. შსს ასევე არ ადასტურებს იმასაც, დაკავებულია თუ არა მამაკაცი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press