იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საქმე განიხილება უზენაეს სასამართლოში და დასრულების შემდეგ მხარეს აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს.
"მოდით ასე ჩამოვყალიბდეთ, საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში შემდეგ მხარეს აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდეგ მივხედოთ...დიახ დაგიდასტურებთ, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც", - განაცხადა ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press