გივი ვანიშვილი, რომელიც საკუთარ თავს „ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირის“ აღმასრულებელ მდივანს უწოდებს, საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა, სადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა და ახლა უკრაინაში იბრძვის.
გავრცელებული ინფორმაციით, გივი ვანიშვილი გორში დაიბადა, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო, შემდეგ კი სამხედრო აკადემია დაამთავრა. მოგვიანებით მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში, შინაგან ჯარებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მოგვიანებით 2004 წლიდან 2006 წლამდე იყო ერთ-ერთი სარეზერვო ბატალიონის მეთაური.
2008 წელს ვანიშვილმა უარი თქვა რუსეთთან ბრძოლაზე, რისთვისაც დააკავეს და 2012 წლამდე ციხეში გაატარა. ცნობილი ამინისტიის შემდეგ იგი ციხიდან გაათავისუფლეს.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press