საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცმა ქვეყნის 12 რეგიონში სუპერმარკეტები 37-ჯერ გაქურდა.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის პროდუქციას იპარავდა. პოლიციამ მამაკაცს მოპარული ნივთები სუპერმარკეტში დააბრუნებინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 48 წლის ქართველმა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press