რესტორან "რეტროს“ მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეიმურაზ ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე, დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოებაც აეკრძალა.
„რეტროს“ მფლობელი ხმამაღალი ტონის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს, რომ დამნაშავე არ არის.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე.
თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა.
გარდა ამისა, გუშინ, 5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დააჯრიმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press