გრიგოლ ნარსიას, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2023 წლის შეიჭრა და 10-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა, სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
გრიგოლ ნარსია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2022 წლის 20 სექტემბერს სამხედრო უნიფორმით და ნიღბით შეიჭრა, კედლებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამაგრა და სახელმწიფოსთან მოთხოვნები დააყენა.
ნარსია 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშასა და ანკესს ითხოვდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press