ომბუდსმენი ბორჯომში მომხდარ თავდასხმებზე სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას და ამასთან ერთად, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.
"საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას. ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვანების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს.
მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.
ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.
როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press