Foto

G7 პირობას დებს, რომ გააძლიერებს ბრძოლას რუსული რაკეტების წარმოების წინააღმდეგ

"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდის ძალისხმევას, ჩამოართვან რუსეთს რაკეტების წარმოების კომპონენტები. ამის შესახებ ტვიტერზე გამოქვეყნებულ G7-ის ელჩების შეტყობინებაშია ნათქვამი.

დიპლომატები ამბობენ, რომ ისინი აორმაგებენ მიმდინარე ძალისხმევას.

"დიდი შვიდეულის ელჩები გამოხატავენ მხარდაჭერას ყველა უკრაინელს, რომელიც მუდმივი საფრთხისა და განადგურების ქვეშ იმყოფება რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად. ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა რუსეთი გავათავისუფლოთ კომპონენტებისგან, რომელსაც ის იყენებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დარტყმისთვის", - ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა, რაც 13 აპრილის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების მიერ გაშვებული X-101 რაკეტა 2023 წლის აპრილში იყო წარმოებული. მან აღნიშნა, რომ ამ რაკეტის 50-მდე კომპონენტი (ძირითადად მიკროელექტრონიკა) იწარმოებოდა თავისუფალი სამყაროს ქვეყნებში და სხვადასხვა გზით მიეწოდებოდა რუსეთს.