Foto

პოლ მაკარტნი ამბობს, რომ ჯონ ლენონს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა

პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც ჯონ ლენონი ფოტოებში ხშირად დამწუხრებული გამოიყურება. 

რამდენიმე დღის წინ მაკარტნიმ პოდკასტში მისი ახალი წიგნი 1964: Eyes of the Storm მიმოიხილა, რომელშიც The Beatles-ის აქამდე უცნობი 300-მდე ფოტო შედის, რომლებიც მათი ბენდად ჩამოყალიბების პირველ წლებშია გადაღებული. მუსიკოსმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო ზოგიერთ ფოტოში მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერი ლენონი დამწუხრებული.

„ჯონს მართლაც ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. ბავშვობაში ის დედას ჩამოაშორეს. მამა სახლიდან წავიდა, როცა ჯონი 3 წლის იყო. ჯონი მთელი ცხოვრება ამ პატარა ტრაგედიებში გაიზარდა. და სწორედ ამან გამააზრებინა, თუ რატომ იყო ის ისეთი ემოციური. ყოველთვის ვაღიარებდი მას იმის გამო, თუ როგორ ართმევდა თავს ამ ყველაფერს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ მეც ასე მოვახერხებდი იმის გამკლავებას, რაც მან გამოიარა.”

წიგნი 1964: Eyes of the Storm სამშაბათს გამოვიდა. „ის, რაც ამ ფოტოებში მიყვარს, არის უმანკოება. ჩვენ არ ვიცოდით,რომ ცნობილები გავხდებოდით. კი, ჩვენ ნამდვილად გვინდოდა ეს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით,” – ამბობს მაკარტნი წიგნში გამოქვეყნებულ ფოტოებზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ლენონი 1980 წელს მოკლეს, ჰარისონი კი 2001 წელს სიმსივნით გარდაიცვალა, მაკარტნიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით The Beatles-ის ბოლო სიმღერა გამოვა. „ახლახან დავასრულეთ მასზე მუშაობა და ამ წელს უკვე გამოვა. ჩვენ გვქონდა ჯონის ხმა და კლავიში, რომლებიც ერთმანეთისგან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით განვაცალკევეთ. ასე რომ, როცა ვფიქრობდით, თუ რა უნდა ყოფილიყო ჯგუფის უკანასკნელი სიმღერა, ეს გახდა დემო ვერსია, რომელიც ჯონს ჰქონდა. ჩვენ კი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შევძელით, იქიდან მისი ხმა სუფთად აგვეღო.”