საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში მოქალაქე ქრისტი მიქელაძე ჰყვება, რომ 18 ივნისს ღამით მეზობელი, რომან გიკაშვილი მას და მის მამას სახლში შეუვარდა და მათ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.
როგორც ქრისტი მიქელაძე აღნიშნავს, მამამისს, აბესალომ მიქელაძეს 30ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში, ხოლო თავად 4 ჭრილობა და ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ მეზობელმა მისი, როგორც მოწმის მოკვლაც სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არ...
თბილისში, პარლამენტთან მიმინარე აქციაზე პოლიცია...
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პ...
ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანი...
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
Mana press