თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში 8 პირი დააკავეს.
გოგოჩაშვილის თქმით, საქმე თაღლითურ სქემას უკავშირდება.
"სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის არის ერთ-ერთი აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press