საქართველოს უზენაესი სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას სარჩელი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც სასამართლომ განაჩენი განსახილველად არ დაუშვა და ძალაში დატოვა.
"საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა", - აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
მანამდე, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press