Foto

ბადრი ესებუას სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ესებუა დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნო, კერძოდ ესებუა დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით - 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

ცნობისთვის,  ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა ორ წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში დააკავა.

9 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ბადრი ესებუას ბრალი ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

აღნიშნული ბრალი ესებუამ მხოლოდ, 30 მარტის სასამართლო სხდომაზე აღიარა.