ბადრი ესებუასთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით პროკურატურა სააპელაციოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press