"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, როგორც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მას გუშინ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.