Demo Day ეს არის შესაძლებლობა 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებისთვის, საკუთარი ბიზნესები პოტენციურ ინვესტორებსა და ფართო საზოგადოებას გააცნონ.
29 ივნისი, 2023 - ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, "საქართველოს ბანკმა" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს.
Demo Day-ზე 12-მა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ეკოსისტემის წამყვან სტეიკჰოლდერებს, VC ეკოსისტემის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს გააცნო.
500 Georgia-ს 12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები მენტორებთან ერთად ბიზნესის ზრდის, ფონდების მოზიდვისა და ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ასევე, ატარებდნენ ექსპერიმენტებს სტარტაპების ზრდის მთავარი ინდიკატორების გამოსავლენად. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მათ უკვე აქვთ მკაფიო ხედვა, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მზად არიან წარსდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე, რათა მათ საკუთარი იდეები გააცნონ.
Demo Day-ში მონაწილე სტარტაპების სია:
Demo day დღის ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფმა პანელური დისკუსიის ფარგლებში გააზიარეს საკუთარი შეხედულებები განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების მოზიდვის შესახებ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კავკასია და ცენტრალური აზია. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკს", 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ოთხწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.
500 Georgia-ს ფარგლებში, რამდენიმე ათეულმა სტარტაპმა ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან უკვე მიიღო მონაწილეობა სტარტაპების გადამზადების 12 კვირიან ინტენსიურ პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ წელს 500 Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან შემოიტანეს. მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, უზბეკეთიდან, ბალტიის ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან.
ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის გადადგით ბმულზე.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი ორიენტირდება ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და კაპიტალს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 45-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ...
Mana press