Foto

მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ საქმეს, შსს-ს ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთი-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

"საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.