საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის სხდომაზე მიმართა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ბოლო სამი კვირის განმავლობაში "ჩაბურული მინებით მანქანები უთვალთვალებდნენ"
„მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press