Foto

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ერთი - ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, ხოლო რვას პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს, დევი კახოიძეს, ლაშა ჭიღიტაშვილს, ბექა მურღვლიანს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს 3.6-ით, ხოლო გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.