წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივების განცხადებით, მოზარდები სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
მათივე ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
"როგორც ჩანს, დენმა დაარტყა. გარეთ თამაშობდნენ, ეზოში. სასწრაფო მოვიდა და 45 წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press