ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.
შეგახსენებთ, ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 12 ივლისს დააკავეს.
გუშინ, 13 ივლისს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე'' და მეოთხე ნაწილის "გ'' ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press