ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, ის ამბობს, რომ სამშენებლო პროცესები არასწორადაა განხორციელებული.
"რა უნდოდა კოტეჯებს ღვარცოფული მდინარის პირას, წარმოუდგენელი რამაა ეს, კოტეჯის გამო არ ხდება მეწყერი. მეწყერი მოდის და წინ კოტეჯი არ უნდა დაახვედრო. ასე უტვინო არ უნდა იყო ადამიანი, ღვარცოფული მდინარის ჭალაში სასტუმროები წამოჭიმო. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამშენებლო, კრიმინალური ქმედება ამ ქვეყანაში. ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს გეოლოგიური სამსახური. გეოლოგის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი პროექტი! გეოლოგებს უნდა ზრდიდეს ქვეყანა. პირიქითაა, აქეთ გვებრძვიან." - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს.
სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ბოლო მონაცემებით, კიდევ 140 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.
შეგახსენებთ, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა.
მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press