შოვში სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში.
დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.
სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.
გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press