Foto

პროკურატურა - სკოლის ავტობუსის მძღოლს, რომელმაც არასრულწლოვანთან სექსუალური დანაშაული ჩაიდინა 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა სკოლის ავტობუსის მძღოლს, რომელმაც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.