2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია.
სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashbac...
„ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბ...
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციუ...
Mana press