Foto

გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს

გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია დაძაბულია.

ცნობისთვის, ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს.