ენმ-ის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოში მათ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ საკრებულოში დღევანდელ პოლიტიკურ დაძაბულობასა და კონფლიქტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არ...
თბილისში, პარლამენტთან მიმინარე აქციაზე პოლიცია...
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პ...
ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანი...
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
Mana press