Foto

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე გააგრძელებს. 

დღევანდელი პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა, მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს. 

"ქართულ ოცნებას" 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.

დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა