Foto

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ხვალ, 5 ოქტომბერს 11:00 საათზე გააგრძელებს. 

ხვალ იქნება ურთიერთშეკითხვების ეტაპი და მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ორი დღეა გრძელდება, საქმეს პლენუმი განიხილავს.

სასამართლო პროცესს პრეზიდენტი არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.