სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, "დელისის" მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16 პირი ამხილა",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press