„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბრეგაძის თქმით, დამნაშავეებს შესაბამისი სასჯელი მიესჯებათ.
"სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.
მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს", - წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1-ელ ნოემბერს გაიქცა.
„ავერსის“ ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press