Foto

გენერალ ჟალუზნის მრჩეველი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მრჩეველი, მაიორი გენადი ჩესტიაკოვი თავის დაბადების დღეზე, საჩუქრის პაკეტში ჩამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქებისას დაიღუპა

 39 წლის მაიორი დაბადების დღეს ოჯახურ გარემოში აღნიშნავდა. ერთ-ერთ სასაჩუქრე პაკეტში მაგარი სასმელი და სუვენირების სახით - ჭიქები იყო, რომლებსაც ხელყუმბარის (F-1) ფორმა ჰქონდა. ასეთი სულ 9 ჭიქა იყო, რომელთაგან ერთი საბრძოლო  ხელყუმბარა აღმოჩნდა, რომელიც ისე იყო დამონტაჟებული, რომ "ჭიქების" ამოლაგებისას უნდა აფეთქებულიყო, რაც მოხდა კიდეც: პაკეტი თავად მაიორმა გახსნა. ფოტო ჩესტიაკოვის სახლში, ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული - მაიორი ადგილზე დაიღუპა.