უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მრჩეველი, მაიორი გენადი ჩესტიაკოვი თავის დაბადების დღეზე, საჩუქრის პაკეტში ჩამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქებისას დაიღუპა
39 წლის მაიორი დაბადების დღეს ოჯახურ გარემოში აღნიშნავდა. ერთ-ერთ სასაჩუქრე პაკეტში მაგარი სასმელი და სუვენირების სახით - ჭიქები იყო, რომლებსაც ხელყუმბარის (F-1) ფორმა ჰქონდა. ასეთი სულ 9 ჭიქა იყო, რომელთაგან ერთი საბრძოლო ხელყუმბარა აღმოჩნდა, რომელიც ისე იყო დამონტაჟებული, რომ "ჭიქების" ამოლაგებისას უნდა აფეთქებულიყო, რაც მოხდა კიდეც: პაკეტი თავად მაიორმა გახსნა. ფოტო ჩესტიაკოვის სახლში, ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული - მაიორი ადგილზე დაიღუპა.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press