ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა. რეიტინგში მან აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის.
მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელდა.
ჯილდო ხშირად ხვდება სახელმწიფოს ან ინდუსტრიის ტიტანებს, აღნიშნა Time-ის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა. მაგრამ სვიფტმა, მისი თქმით, იპოვა გზა, რომ გადალახოს საზღვრები და გახდეს სინათლის წყარო.
"ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მწერალიც არის და საკუთარი ისტორიის გმირიც", - თქვა ჯეიკობსმა.
ფინალისტთა საბოლოო სიაში სვიფტმა აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის.
ტეილორ სვიფტი ამჟამად მსოფლიო ტურნეზეა, რომელიც უკვე გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ქალი არტისტისთვის.
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახე...
საქართველოს ბანკმა, მარტის დღესასწაულებთან დაკა...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქც...
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიი...
გუშინ, 2 მარტს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში, ...
Mana press