Foto

ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა. რეიტინგში მან აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის.

მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელდა.

ჯილდო ხშირად ხვდება სახელმწიფოს ან ინდუსტრიის ტიტანებს, აღნიშნა Time-ის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა. მაგრამ სვიფტმა, მისი თქმით, იპოვა გზა, რომ გადალახოს საზღვრები და გახდეს სინათლის წყარო.

"ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მწერალიც არის და საკუთარი ისტორიის გმირიც", - თქვა ჯეიკობსმა.

ფინალისტთა საბოლოო სიაში სვიფტმა აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის.

ტეილორ სვიფტი ამჟამად მსოფლიო ტურნეზეა, რომელიც უკვე გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ქალი არტისტისთვის.