#ჩვენიანის ფარგლებში, "ლიბერთი" განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას, ხოლო სახელფასო და არასახელფასო მომხმარებლებს, სამომხმარებლო ტიპის კრედიტებზე სწრაფი მომსახურება და კონკურენტული ფასები დახვდებათ.
"ლიბერთის" ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი საზოგადოებას სხვადასხვა სიახლეებთან ერთად, ეტაპობრივად, ახალ პროდუქტებს და შეთავაზებებს წარუდგენს.
„ დეკემბრიდან, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, "ლიბერთიში", იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით გაიცემა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ახლა იწყებენ და პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას“,- აცხადებს დავით სულუაშვილი, "ლიბერთის" საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, "ლიბერთის" მომხმარებლებისთვის იქმნება ახალი პროდუქტები, დანერგილია მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, იხვეწება მომსახურების ხარისხი და მარტივდება პროცესები. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ "ლიბერთის" ინტერნეტ და მობაილ ბანკით, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და მარტივად გამოყენებადია.
„პროფესიონალებით გაძლიერებულმა "ლიბერთის" გუნდმა საცალო საბანკო მიმართულებით აქტიური მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს უკვე მზად ვართ, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ახალი შესაძლებლობები. კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში მომხმარებელს შევთავაზებთ კონკრეტულ პროდუქტებს როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით, როგორიცაა დეპოზიტები, გზავნილები, კონვერტაციები“,- აღნიშნავს დავით სულუაშვილი.
"ლიბერთის" ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს.
თუ სპორტი გიყვარს, აუცილებლად გჭი...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლ...
მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქარ...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გან...
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PS...
Mana press