Foto

სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა.

სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა.

ბრალდებული უკვე კონტაქტურია და ის კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამართალდამცველები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, მკვლელობა 9 იანვარს, თბილისში მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით 27 წლის ქალი ინგორყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.