არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული სიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მას პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, კახეთში, 45 წლამდე კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. შურისძიების მიზნით კი დაზარალებულის ბიძამ, სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press