მამის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, მკვლელობა 23 თებერვალს, თბილისში მოხდა. პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რეზი გამხიტაშვილი იმავე დღეს დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამა - 1974 წელს დაბადებული გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა - დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
გუშინ, 24 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press