Mastercard-სა და „ლიბერთის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა.
პარტნიორობის პირველ ეტაპზე, „ლიბერთი“ Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.
ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრამდე, იგეგმება კიდევ არა ერთი ფინანსური მოდულის შეთავაზება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSME) და სპეციალურად ქალებისთვის. ადგილობრივ ბიბლიოთეკებში შეიქმნება ფინანსური განათლების კუთხე და ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
„ფინანსური განათლების პროექტმა სამცხე-ჯავახეთში აიღო სტარტი და ახალციხეში 100-მდე მოსწავლეს, სტუდენტსა და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეს უმასპინძლა. ათი საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში, ჩვენ ვესაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საბანკო პროდუქტები, დაზოგვა, ინოვაციები, მარკეტინგი და სტარტაპები. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩვენთან ერთადაა „ლიბერთი“ და გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, უფრო ნათელი გახდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. განათლება ხომ უკეთესი მომავლის წინაპირობაა"- დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.
„მოხარული ვართ, Mastercard-თან თანამშრომლობით, უფრო მასშტაბური გახდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა. „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროიორიტეტული მიმართულებაა განათლება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები, სპეციალური, ფინანსური განათლების სასწავლო მოდულით გაიღრმავებენ ცოდნას და განავითარებენ საკუთარ ბიზნესს"- ვაჟა მენაბდე, „ლიბერთის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც, „ლიბერთისა“ და სხვა პარტნიორებთან ერთად.
Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
„ლიბერთის“ შესახებ
„ლიბერთი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ...
Mana press