შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2 კი მხილებულია.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. თბილისში დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ჯ.ბ. ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა მისი ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ზ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1980 წელს დაბადებული შ.კ. და 1986 წელს დაბადებული ლ.ჭ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 13 ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 1952 წელს დაბადებული ს.ლ. დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 523 ვაზნა, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, 5 ამფეთქი ფალია, მჭიდი, "ტროტილი", კაფსულ-დეტონატორი და სასიგნალო პისტოლეტი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. და 1959 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას რევოლვერი, პისტოლეტი, 13 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. პოლიციამ, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი და 44 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1974 წელს დაბადებული ს.ა.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია 2 სანადირო თოფი და 2 ხელყუმბარა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მესტიის რაიონული და ფოთის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1960 წელს დაბადებულ თ.ქ., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1970 წელს დაბადებული კ.კ., და 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს, 2 პირი კი ამხილეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 -ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 - პისტოლეტი, 1 - რევოლვერი, 47 ვაზნა, ხელყუმბარა და მჭიდი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი - წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1990 წელს დაბადებული ლ.ლ., 1969 წელს დაბადებული ს.წ. და 1970 წელს დაბადებული ზ.პ. დააკავეს.
ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი, 3 მჭიდი, 100 ცალი ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია.
ასევე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ხაშურის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირზე: 1999 წელს დაბადებული რ.ც., 1980 წელს დაბადებული ლ.ც., 1981 წელს დაბადებული დ.გ. და 1960 წელს დაბადებულ ე.გ.
პოლიციის მიერ, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, ხელყუმბარა და 282 ვაზნა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად რევოლვერი და 5 ვაზნა ამოიღეს.
ამავე პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press