რუსთავში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
როგორც გამოცემა წერს, ბრალდებულმა 12 წლის ბავშვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოტყუბით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და მის მიმართ გარყვნილი ხასიათის ქმედება ჩაიდინა.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული მოზარდის მეზობლად მცხოვრებია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press