Foto

ზედაზენი Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელია

13 მარტს, თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“, სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და Krombacher-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოსა და აზერბაიჯანში  გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

„ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც  ადგილობრივი და საერთაშორისო პრემიალური ლუდის ბრენდებისა და გამაგრილებელი სასმელების ოფიციალური წარმომადგენელია, საკუთარ პორტფოლიოს აფართოებს. ამიერიდან, ზედაზენი საქართველოში Krombacher-ის ახალი და  საიმედო პარტნიორი ხდება.

როგორც   სს „ქართული ლუდის კომპანიის“   დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე განმარტავს, კომპანიასა და Krombacher-ს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ დადებითად გადაწყდა.  შესაბამისად,  ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუციას და განვითარებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ იზრუნებს.

მისივე თქმით, „ქართული ლუდის კომპანიას“ შექმნის დღიდან აქვს სწრაფვა იმისა, რომ იყოს  ნომერ პირველი კომპანია ლუდის ინდუსტრიაში თავისი პორტფელით  და მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ფართო არჩევანი.

გამოცდილებამ  დაგვანახა, რომ ადგილობრივი ბაზრის ლუდის  მომხმარებელს აქვს მზაობა და მოთხოვნა პრემიუმ კატეგორიის ლუდების ბრენდებზე, საერთაშორისო აღიარებით და ექსკლუზიური  წარმოების ადგილებით. სწორად ამ მიზნით „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელში გაჩნდა იმპორტის კატეგორია და დაემატა, მსოფლიოში ცნობილი, გერმანიის ბაზრის უპირობო ლიდერი,  ლუდი Krombacher-ი.

კახაბერ კოტრიკაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია Krombacher-ის  ქოლგის ქვეშ არსებული  0.0%-იანი, ხორბლის და გაუფილტრავი ლუდის დამატება.

„კრომბახერი საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან არის წარმოდგენილი, თუმცა ზედაზენთან თანამშრომლობა კომპანიის ახალი ნაბიჯია. ზედაზენი კრომბახერს საქართველოს ბაზარზე ახალ საფეხურზე აიყვანს. საქართველო ჩვენთვის ყოვლეთვის მნიშვნელოვანი მარკეტი იყო, თუმცა ზედაზენთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური სიახლეა. ზედაზენის მსგავსად, დიდი ლუდსახარშის ოჯახის წევრები ვართ. იმედი გვაქვს ეს თანამშრომლობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რა გამოარჩევს კრომბახერს, ჩვენი ლუდი სოფელ კრომბახში იწარმოება და წარმოების პროცესში მხოლოდ ჩვენს წყალს ვიყენებთ. ამიტომ არის, რომ სადაც არ უნდა დალიო კრომბახერი ეს იქნება ევროპა ამერიკა თუ ავსტრალია ყველგან ერთი გემოა, რადგანაც ერთი წყლით არის დამზადებული. სწორედ ეს არის ჩვენი სტანდარტი და განსაკუთრებულობა.“ - განაცხადა Krombacher-ის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელმა დაგმა ბროსკამ.

ცნობისათვის, საოჯახო, გერმანული ლუდსახარში Krombacher-ი 1803 წელს დაარსდა და  დღეს Krombacher-ი ლუდის ბრენდი  70-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

ყოველწლიური კვლევების მიხედვით, ბოლო 20 წელია Krombacher-ი არის გერმანული ბაზრის უპირობო ლიდერი და ნომერ პირველი გერმანული ლუდი.

შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. საწარმო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში მდებარეობს კომპანია, მისი კონცეფციით, დაგეგმარებით, საწარმოო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, მართვის სისტემებითა და სტილით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა არალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის ინდუსტრიაში. ზედაზენი რეგიონში ერთერთი მოწინავე საწარმოა, რომლის პორტფელიც აერთიანებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს, წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს, ნატურალურ წვენს და ცივ ჩაის.