საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გენპროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა.
"სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press