Foto

Amnesty International - პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პასუხი უნდა აგოს

პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, - ასე ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი 16 აპრილს გამართული აქციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, სამართალდამცველების ძალადობრივ ქმედებებს.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, "ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა".

„რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით.

რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ბოჭავდა და უმოწყალოდ სცემდა მათ. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა", - ნათქვამია განცხადებაში.