სასტუმრო "პარაგრაფის" მიმდებარედ, სადაც აზიის განვითარების ბანკის კონფერენცია მიმდინარეობს, "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე აღნიშნავს, აქციის მონაწილის დაკავების მიზეზი, პოლიციის მისამართით განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.
"ერთი პიროვნება, აქციის მონაწილე, ერთ-ერთი აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს. განმარტება გავაკეთე, რის გამოც დაკავდა", - განაცხადა სირაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press